18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
"ვინ სთხოვა პირველმა და ვინ მეორემ - ეს არის მცდელობა, რომ სერიოზული ნაბიჯი ჩრდილქვეშ მოაქციონ"- ვოლსკი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის მოქალქეებზე იყო გათვლილი.  ოპონენტების კრიტიკას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტ რუსეთს შეხვედრა თავად მოსთხოვა და ამით თავი დაიმცირა, ვოლსკი სერიოზულ პროცესებზე ჩრდილის მიყენებად აფასებს:

"ლავროვი არის რუსეთის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული, აქედან გამომდინარეობს ნებისმიერი კომენტარი, რომელსაც იგი თავის საზოგადოების გასაგონადაც გააკეთებს. საერთო პოზიციაა ის, რომ მოლაპარაკებები არის საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებაში და შემოტანა იმ კუთხით, რომ თითქოს ვინ თხოვა პირველმა და ვინ მეორემ, ეს არის მცდელობა, რომ ეს სერიოზული ნაბიჯი როგორმე ჩრდილქვეშ მოაქციონ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ

დღის ამბები