18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
კორპუსის ნგრევის საფრთხე ვარკეთილში - მაშველებმა მაცხოვრებლების სრული ევაკუაცია მოახდინეს

თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.  ორ პირს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა ქონდათ, კორპუსის დატოვებაში სამაშველოს სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.

როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.

უწყების ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.  რის გამო შეიქმნა ნგრევის საფრთხე ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები