18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
"გამგეობაში წერილი აპრილში დავწერეთ, თუმცა არავინ დაგვეხმარა" - ევაკუირებული მოსახლეობა სასტუმროში რჩება

ვარკეთილში, კორპუსის ჩამონგრევის საფრთხის გამო საკუთარი სახლებიდან ევაკუირებული 45 ადამიანი ამ დრომდე სასტუმროებში რჩება. ოჯახებს ჯერ ვერ ეუბნებიან, როდის დასრულდება აღდგენითი სამუშაოები და როდის შეძლებენ კორპუსში დაბრუნებას.

კორპუსის გამაგრება დაიწყო, თუმცა გაურკვეველია, უშველის თუ არა რეაბილიტაცია ავარიულ შენობას. მოსახლეობის განცხადებით, წერილი გამგებლის სახელზე ჯერ კიდევ აპრილში დაწერეს, მაგრამ ვიდრე ვითარება უკიდურესად არ დამძიმდა, მათ დასახმარებლად არავინ მივიდა. 

თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს შემთხვევა ავარიული კორპუსების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის შემცირების ბრალია. ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის დაფინანსება 41 მილიონიდან 14 მილიონამდე შეამცირა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები