ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. როგორც "კურიერს" მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
"გიორგი დეკანოსიძე ჩვენ მოძრაობას პირველივე დღეებში შემოუერთდა. ყოველდღიური პატრულირება ჩვენ 2017 წლის 23 ივლისს დავიწყეთ, გიორგი კი 30 ივლისიდან შემოგვიერთდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც შევარდნაძის პოლიციამ ეტლში ჩასვა, თუმცა შემდეგ მან რეაბილიტაცია მოახდინა და შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ჩვენი პატრულირების 820 დღიდან, 600 დღეზე მეტი მან ჩვენთან ერთად გაატარა,"- ამბობს დავით ქაცარავა.
ქაცარავას ინფორმაციით, გიორგი დეკანოსიძეს გული არ აწუხებდა. შემთხვევა მოულოდნელად მოხდა. მისივე თქმით, დეკანოსიძე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.