ვარკეთილში ევაკუირებული კორპუსიდან დაზარალებულებს პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიეცათ.
მეხანძრე-მაშველები უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოქალაქეებს კორპუსში აცილებენ და ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
შეგახსენებთ, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს.