დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მეათე დღეა, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში იმყოფება და პროტესტს აგრძელებს. მამალაძის განცხადებით, საპატრიარქოს ბევრი რამის გასაჯაროება არ სურს, ამიტომ დეკანოზს არ იწყალებენ.
თორნიკე მამალაძის კიდევ ერთი მოთხოვნა საპატრიარქოს წმინდა სინოდზე დასწრებაა, რათა მან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საჯარო განცხადებას გააკეთებს.