27 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
სამგორში მომხდარი ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა

სამგორში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახური, სასწრაფო და პოლიცია. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები