18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"რითაც ვსულდგმულობთ არის თხილი და ისიც წყალმა წაიღო" - გურიაში სტიქიის შემდეგ ზარალს ითვლიან​

გურიაში  წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დაზარალებულების განცხადებით, მდინარეზე დამცავი ჯებირების დამონტაჟებას ყოველწლიურად ითხოვენ, თუმცა მხოლოდ ქვის ჯებირები მონტაჟდება, რაც სტიქიას ხელს ვერ უშლის.

"ზიანი მოგვაყენა ძალიან, იმიტომ, რომ ეზოში რაც იყო თხილის მოსავალი, მთლიანად ამ წყალმა წაიღო. 20-30 წელზე მეტია, რაც ყოველ წელიწადს მთავრობაში განცხადება შეგვაქვს, რომ გაგვიკეთონ. ქვის დამბებს აკეთებენ და ის ქვის დამბა ახლაც იყო გაკეთებული, მაგრამ წაიღო წყალმა," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული მზია კილაძე.

კიდევ ერთი დაზარალებულის, გერმანე თოდრაძის თქმით, წყალდიდობის გამო ძირითადი შემოსავლის წყაროს, თხილის მოსავლის მხოლოდ 30%-ს აიღებს.  

"სამ მეტრზეა წყალი მოსული, მერე გადმოვიდა მთელ სათხილეს, რომელიც ძირითადი წყაროა ჩვენი შემოსავლის. ოჯახი რითიც ვსულდგმულობთ, არის თხილი, რომელიც უკვე გამინახევრა და 30% ვეღარ ავიღე 100-დან. ეგეც კი წამართვა წყალმა, ხედავთ რა მდგომარეობაა,"- აცხადებს თოდრაძე.

მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის თემურ გიორგაძის განცხადებით, სტიქიის ადგილზე  ზარალის დათვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები