18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ვარკეთილის კორპუსის პროექტირებას რამდენიმე კვირა, ხოლო გამაგრებით სამუშაოებს რამდენიმე თვე დასჭირდება

ევაკუაცია ვარკეთილში - დასკვნაში, რომელიც მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაიდო წერია, რომ ნაგებობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ის გამაგრებას ექვემდებარება. სწორედ ამ დასკვნის მიხედვით აღნიშნული შენობის ნგრევის საშიშროება არ არსებობს. 

კითხვაზე, თუ როდიდან შეძლებენ ვარკეთილის კორპუსის მაცხოვრებლები საკუთარ სახლებში დაბრუნებას, თბილისის "მუნიციპალური ლაბორატორიის" ხელმძღვანელი "კურიერს" პასუხობს, რომ პირველ რიგში უნდა მომზადდეს პროექტი, დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები და მხოლოდ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებენ ეს ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნებას. როგორც ლაშა სამხარაძემ აღნიშნა, პროექტირებას რამდენიმე კვირა, ხოლო გამაგრებით სამუშაოებს სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

"უნდა მოხდეს დეტალური კვლევა-ძიება. შემდგომ უახლოეს მომავალში შედგება პროექტი, რასაც გააკეთებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური და მყისიერად დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები,"– განაცხადა ლაშა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 322-ე კორპუსის მერვე სადარბაზოდან ნგრევის საფრთხის გამო მოსალხოების ევაკუაცია ორი დღის წინ მოხდა.

დღის ამბები