18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
დასკვნას ვარკეთილში ევაკუირებული შენობის შესაქხებ ოპიოზიციაში არასერიოზულს უწოდებენ

დასკვნას რომლის მიხედვითაც ვარკეთილში ევაკუირებული შენობა შეფასდა, ოპიოზიციაში არასერიოზულს უწოდებენ. ვარკეთილში, ავარიულ კორპუსთან დღეს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მოვიდნენ. მათ ადგილობრივი გამგეობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დასკვნის მიხედვით, მესამე მიკრორაიონის 322-ე კორპუსი მე-3 ხარისხის ავარიულ შენობად ითვლება. ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქი მთავრობას და მერიას მოუწოდებს, რომ გამაგრებითი სამუშაოების დასრულებამდე, შენობაში, კორპუსია მაცხოვრებლები არ შემოუშვან.

"აქ რომ პრობლემა არ არის და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - რა თქმა უნდა მე არ მიმაჩნია სწორად და ნორმალურად. ასევე მოვუწოდებ დედაქალაქის მთავრობას და მერიას, რომ სანამ ეს კორპუსი არ გამაგრდება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩააგდებ და ნუ შემოიყვან აქ ამ ადამიანებს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარის მოადგილე, კახა კალაძეს მოუწოდებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მიიღოს მონაწილეობა და ავარიული კორპუსებისთვის თანხების გამოყოფა გაითვალისწინოს.

"ჩვენ მივმართავთ ქალაქ თბილისის მერს, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის შემთხვევაში რა თქმა უნდა უშუალოდ მან მიიღოს მონაწილეობა და გაითვალისწინოს ეს ავარიული კორპუსების მიმართებაში თანხების გამოყოფა, რადგან ამ მოსახლეობას მიეცეს მშვიდ გარემოში ცხოვრების საშუალება," - განაცხადა დავით ჟღენტმა.

დღის ამბები