"რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივიან.
ნოდარ მელაძის მტკიცებით, "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტმა მათი შრომითი უფლებები დაარღვია, დავისთვის კი ყველა ის ჟურნალისტი ემზადება, ვინც ამ ნაწილში თავს დაზარალებულად მიიჩნევს.
"ეს არის ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის, და ეს არის ბრძოლა ყველა ჟურნალისტისთვის, რომ ხვალ არცერთ მედიამენეჯერს აღარ გაუჩნდეს ცდუნება დაცალოს "ნიუსრუმი" დაცალოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ უნდა ტელევიზიაში იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა,"- ამბობს ნოდარ მელაძე.
ჟურნალისტების უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დაიცავას. ეკა გიგაურის განცხადებით, კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა მათი შრომითი უფლებები დაარღვია, რისი მიზანიც გიგაურის მტკიცებით არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.
"ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტები არ იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის. ასევე, შრომის კოდექსის დარღვევით არ ხდებოდეს მათი სამსახურიდან განთავისუფლება,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.
ნოდარ მელაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანს "რუსთავი2"-ის იურისტმა უპასუხა. სალომე ჭელიძის განცხადებით, ყოფილი თანამშრომლების შრომითი უფლებები არ დარღვეულა. ტელეკომპანიიის იურისტი ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლების კანონიერ საფუძვლად ფინანსურ დარღვევებს ასახელებს.