18 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
რა ვითარებაში დაიჭრა ორი მამაკაცი ყიფშიძის ქუჩაზე - "კურიერის" ექსკლუზივი

"კურიერის" ექსკლუზივი -  ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა  მოიპოვა  კადრები, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ვითარებაში დაიჭრა ორი მამაკაცი ყიფშიძის ქუჩაზე.

"კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეომასალის მიხედვით ირკვევა, რომ რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზიანებები დაჭრილებს ბლაგვი საგნითაც აქვთ მიყენებული.

ვიდეო კადრებში, რომელიც ყიფშიძის ორ ნომერთან, მშენებარე კორპუსის ეზოშია გადაღებული, თავდაპირველად ჩანს სამი ადამიანი, რომლები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. აქედან ორი მამაკაცი დაზიანებებს აყენებს ერთს. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ ერთ-ერთ მამაკაცს ქვას. როგორც ცნობილია, ინციდენტში ფიგურირებს ცივი იარაღი და ერთ-ერთ დაჭრილს, ჭრილობები მიყენებული აქვს დანით. გარდა ამისა, საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღიც, რომელიც ასევე, ადგილიდან ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

ვიდეოში ჩანს, რომ დაპირისპირების ინციდენტში მონაწილე პირების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. მათ შორის იყო ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც მხარეების გაშველებას უშედეგოდ ცდილობდა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებაში ერთვება კიდევ ერთი მამაკაცი. 

შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ჰაერში გაისროლა და ადგილზე რამდენიმე პირი დააკავა.

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზებს, როგორც „კურიერისთვის ხდება ცნობილი, დაპირისპირება ბიზნეს დავას უკავშირდება. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, პარტნიორები იყვნენ და სისხლიანი გარჩევაც, როგორც ცნობილია, საქმიან დავას მოჰყვა.

შემთხვევას ბევრი თვითმხვილველი ჰყავს. მათი ნაწილი უკვე გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები