18 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ვარკეთილის ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მალე დაიწყება

ამ დრომდე უცნობია, როდის მომზადდება ვარკეთილის ავარიული კორპუსის მდგრადობაზე წინასწარი დასკვნა. ლაბორატორიას, რომლის სპეციალისტებიც ადგილზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ მზად არ აქვს.

როგორც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი განმარტავს, პირველადი შეფასება უკვე არსებობს და ის საჯაროა. გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მალე დაიწყება კონკრეტულად დაზიანებული ფრაგმენტების გამაგრებითი სამუშაოები.

"პირველადი შეფასება უკვე არსებობს. ეს ინფორმაცია არის საჯარო და მომართვის შემთხვევაში შეგვიძლია მოგაწოდოთ დაზიანებული ნაგებობის შეფასების ანგარიში, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს გამაგრების პროექტი. გამაგრების პროექტის პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები გადაუდებელ რეჟიმში და სულ მალე დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები კონკრეტულად იმ დაზიანებულ ფრაგმენტებზე, სადაც საშიშროების შემცველი მონაკვეთებია," - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

დღის ამბები