ხმაურის ფონზე მიმდინარეობა საკონსტიტუციო განხილვები თბილისში. ხმაური ერთ-ერთი მოქალაქის სურვილმა გამოიწვია, რომელსაც საარჩევნო სისტემის რეფორმაზე კითხვის დასმა სურდა. დღეს საყოველთაო სახალხო განხილვა დასრულდა, ახლა პროცესები პარლამენტში გაგრძელდება.
”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში შესაძლებელი იქნება საზოგადოებას დაუბრუნდეს არჩევნებისადმი ნდომა.
"ეს საარჩევნო სისტემა, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას დაუბრუნებს არჩევნების მიმართ ნდობას, ანუ გინდა შეცვალო ხელისუფლება მაშინ წახვალ და შეცვლი არჩევნების გზით. ბოლო 30 წელიწადია აქ იყო ამაზე საუბარი, საერთო პოლიტიკური კონსესუსი არ დაფიქსირებულა ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებაზე."- აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
თბილისში, საყოველთაო სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესები არ იქნება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება. არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილება საკანონმდებლო სახითაც მოხდება.
"ისტორიული და მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ოპოზიციისა და უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული და ჩვენი მხრიდან ნამდვილად იყო მიღებული დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეთ და გვქონდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, როგორც ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს. ეს არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება, ამას მოჰყვება უკვე საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც ასევე ნოემბერში იქნება ინიცირებული." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.