18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მარტვილის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვები მოიწამლნენ

მარტვილის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. ადგილობრივ კლინიკურ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგ, ოთხმა მათგანმა კლინიკა  დატოვა.

სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობს 16 ბავშვი. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის ინფორმაციითვე, 16-ვე ბავშვს ერთი და იგივე ჩივილები ჰქონდა და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.

ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი საკვები ან წყალია. სურსათის ეროვნული სააგენტოს თამაშრომლებმა ნიმუშები უკვე აიღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ბაღის თანამშრომლები დაკითხვაზე დაიბარეს.

შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობას გულისხმობს.

 

დღის ამბები