მერიის მიერ დაწყებული რეგულაციების გაუქმებას ითხოვს საკრებულოს ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართვლოს" საკრებულოს დეპუტატები რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით მერიის მიერ დაწყებული ტაქსების რეფორმა ჩავარდა. მისი თქმით რეფორმაში, თბილისში არსებული ტაქსების 10 %-ია ჩართული
ქალაქის მერიის მირ ინიცირებულ რეგულაციებს აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დედაქალაქის მთავრობას ტაქსოპარკის მოწესრიგებას სთხოვენ.
თბილის მერიაში ოპონენტების განცხადებებს სერიოზულად არ უყურებენ. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმამ გაამართლა და ტაქსების რეფორმის მესამე ტაპის ამოქმედებაც იგეგმება.
ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი ხვალიდან 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზიის ორი კატეგორია, A და B იმოქმედებს. "ა" კატეგორიის ტაქსს თეთრი ფერის და მანათობელი ტრაფარეტი აქვს. ასევე ქალაქში მათთვის დამატებით უფასო საპარკინგე ადგილებია გამოყოფილი და qr კოდის მინიჭების შემთხვევაში საბანკო სერვისებზე წვდომის საშუალება ექნება . "ბ" კატეგორიის ტაქსები ამ სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ხვალიდან ძველ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობს, 200 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ავტორი : ელიტა ანდღულაძე