18 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ვარკეთილის ავარიული კორპუსის ვიზუალური დათვალიერებით მერიის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის

როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას ავარიული კორპუსიდან გამოსახლებული ოჯახები - ვიზუალური დათვალიერებით მერიის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მისი გამაგრება შესაძლებელია. სამუშაოების დაწყებამდე პროექტირებაა საჭირო. რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს ჯერ უცნობია. ამ დროისთვის ვარკეთილში ავარიულ კორპუსთან არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ორი დღის წინ მესამე სახლიც დატოვა, თუმცა იმედი აქვს, რომ ამჯერად დაბრუნდება - კაინ უგრეხელიძე ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის 322-ე კორპუსში ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა, სადარბაზოში ჩამოყრილი ბათქაში პირველმა მან ნახა. ბზარი იმ სადარბაზოს გვერდით არის, რომლიდანაც 18 ოჯახი უკვე გაასახლეს. ამ ბინების მაცხოვრებლები კვლავ საკუთარ სახლებში რჩებიან და ამბობენ, რომ მათ არანაკლები საფრთხე ემუქრებათ.

ავარიული კორპუსის ტერიტორიაზე დღეს დედაქალაქის მერიის ლაბორატორიის სპეციალისტებიც მუშაობდნენ. მათ დღის ბოლოს ვიზუალური დათვალიერების შედეგები მოამზადეს.

ავარიული კორპუსის ვიზუალური დათვალიერებით შეფასებას არასერიოზულს უწოდებს ოპოზიცია. ვარკეთილში დაზიანებულ კორპუსთან დღეს საკრებულოს მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ.

ადგილობრივი გამგეობიდან დღეს ავარიულ კორპუსთან არავინ მისულა, იქ ჯერ არც გამაგრებითი სამუშაოები დაუწყიათ. სახიფათო ზონა ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის მონიშნული.

დღის ამბები