წყალტუბოში მოზარდი 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სახლში ფურცელი იპოვეს, რომელშიც გარდაცვალების დღე და ადგილი ეწერა. შვილის გარდაცვალების შემდეგ დედამაც თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
„ძალიან გულჩათხრობილი გახდა, ჩვენ იმთავითვე გადავწყვიტეთ, რაღაც ზომები მიგვეღო, სახლშიც ვაკითხავდით, დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო წასული, მამა, როგორც ვიცი, რუსეთში ცხოვრობდა და ფაქტობრივად, ბავშვს მარტო უხდებოდა ცხოვრება და ვიცოდით ჩვენი წილი რამხელა იყო და ამდენად, დამრიგებელმა რამდენჯერმე მიაკითხა სახლში. მერამდენე მსხვერპლია ამ კომპიუტერული თამაშების, როგორც ეს ვერსია გავრცელდა,“ - ამბობს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.