18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ოქსფორდის უნივერსიტეტში ორ ათეულ წელზე მეტია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან

ოქსფორდის უნივერსიტეტში ორ ათეულ წელზე მეტია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან. ლინგვისტები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები არიან სწორედ ის სტუდენტები, რომლებიც ქართული ენის შესწავლას ყველაზე ხშირად ირჩევენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, უოლკერ ტომსონი, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მხოლოდ ბრწყინვალე აკადემიური შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები ხვდებიან, 2014 წლიდან სწავლობს. ქართულის სწავლაც ამ პერიოდიდან დაიწყო, თუმცა პირველი შეხება საქართველოსა და მის კულტურასთან რამდენიმე წლით ადრე, მშობლიურ ამერიკაში ჰქონდა.

ლია ჩოკოშვილმა ქართულის გაკვეთილი ოქსფორდში პირველად 1995 წელს ჩაატარა. მაშინ ის ინგლისის პატარა და პრესტიჟულ ქალაქში მცხოვრები ერთადერთი ქართველი იყო და მისი რესურსის გამოყენების შესაძლებლობა შეუმჩნეველი დიდი ხნით არ დარჩენია დევიდ ბარეტს - საქართველოსა და ქართველების გულშემატკივარს, რომელიც იმ დროისთვის ვორდროპების საბჭოს ხელმძღვანელი და ბოდლის ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო.

1-დან 9 საათამდე გაზრდილ ყოველკვირეულ სასწავლო დროში ლია ჩოკოშვილმა რამდენიმე ათეული სტუდენტი აკადემიური ქართულით აალაპარაკა.

"ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ქართული მხატვრული ნაწარმოებები ბრიტანეთის არაერთ წიგნის მაღაზიაში უკვე იყიდება. ამ წიგნის უკან ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მათი ქართველი პედაგოგის, ლია ჩოკოშვილის ორწლიანი მთარგმნელობითი სამუშაო პროცესია, რომელიც დღემდე გრძელდება.

დღის ამბები