18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
დღეიდან თბილისში ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება

დღეიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება, რაც ავტომობილების  "ა" და "ბ" კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს.

პარალელურად, საკრებულოს ოპოზიცია დადგენილების პროექტს მერიას უკან უგზავნის, რადგან მათი შეფასებით რეფორმა ჩავარდა. თბილისის მთავრობის ოპონენტები მოქმედი რეგულაციების გაუქმებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოითხოვენ, ისინი მიიჩნევენ, რომ კახა კალაძის გუნდი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

"ათმა პროცენტმა გადაღება ტაქსი, დანარჩენმა ეს არ გააკეთა და მობილურ ოპერატორებზე გადავიდა, რაც ტაქსისტებისთვის გადასახადის  გაძვირებას ნიშნავს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილი.

"მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჯერ საზოგადობრივი ტრანსპორტი მოეწესრიგებინათ და შემდეგ მოეხდინათ ტაქსების რეგულაციები,"- აცხადებს საკრებულოში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით ჟღენტი.

"რეფორმებმა არ შეიძლება, რომ არ გაამართლოს. ეს არის სწორი, მომსახურების გაუმჯობესებაზე გათვლილი რეფორმა,"- აცხადებს"კურიერთან" საუბრის დროს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

დღის ამბები