ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ბანკმა ხუთი ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
ღონისძიება სიმბოლურად ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში - საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ვერცხლის საკოლექციო მონეტა ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა და მისი შეძენა უკვე დღეიდანაა შესაძლებელი.