18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"ამ ქვეყანაში სასამართლო არსებობს" - მმართველ გუნდში გურამ ჩალაგაშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ  

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრ გურამ ჩალაგაშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩალაგაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს და პოლიტიკური განცხადებები უადგილოა. 

„ამ ქვეყანაში სასამართლო არსებობს, სადაც თუ გასასამართლებელია ადამიანი, თუ რაღაც ადმინისტრაციული სახდელი არ უნდა დაედოს, ნამდვილად არ დაედება. მე არ ვიცი, ობიექტური გარემოებები რა არის, ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ სასამართლოში შეუძლია იდავოს ამ ადამიანმა და არავინ რომ არ იჩაგრება, ბევრი, მათ შორის მათი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებიც და ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ყველაზე მთავარი, ეს უკვე ნათელია და თავი იმართლოს სასამართლოში, თუ ასეთი არგუმენტები არსებობს მის მხარეს, თუ არ არსებობს ვერ გაიმართლეს. მარტივი ამბავია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

ოქრუაშვილის პარტიის წევრი დღეს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა დაინიშნა 8 ოქტომბერს. სხდომის გადადების მიზეზი არასრული მტკიცებულებები გახდა. პროცესზე დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა თქვა, რომ ჩალაგაშვილის დაკავების მიზეზი გინება და მოსახლეობის უფლებების დარღვევა გახდა. 

 

 

დღის ამბები