რა არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები სამხრეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებში - ეს არის საჯარო ლექციის თემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღონისძიებას ლიეტუვას და გერმანიის ელჩები ესწრებოდნენ. დიპლომატებმა საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
"დისკუსია მოეწყო ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ეს არის ძალიან დიდი პროექტი დაფინანსებული ევროკომისიის მიერ და მოიცავს 15 პარტიულ ინსტიტუციას და ზოგადად აინტერესებთ, რა არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები მის სამეზობლოში, როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში,“ - განაცხადა საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა ბიძინა ლებანიძემ.
„ქვეყნები, რომლებიც მეტად ამბიციურები არიან, მაგალითისთვის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ხელოვნური ბარიერები არ უნდა ექმნებოდეთ,“ - განაცხადა ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასმა.
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებით მოხარული იქნება.