18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
"ყველაფერს გავაკეთებთ სებ-თან კოორდინაციით, რომ დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფასების სტაბილურობა"- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ  გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის და ფასების სტაბილურობა დაიცვას. პრემიერის თქმით, მთავრობა სარეზერვო მოთხოვნასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მიესალმება:

"ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. იმ ნაბიჯებს, რაც სებ-მა გააკეთა, მთავრობა სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, რომ დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფასების სტაბილურობა,"- განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეამცირა. შესაბამისი განცხადება კობა გვენეტაძემ დღეს გააკეთა. გვენეტაძის თქმით, ეს ბანკებს $700 მილიონის რესურსს გამოუთავისუფლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება. 

დღის ამბები