საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ოქტომბრისთვის ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9753 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9770 ლარი იყო. ცვლილებამ 0.0017 შეადგინა.
მცირედით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებითაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევროს ღირებულება 3.2434 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსი 3.2515 ლარი იყო. ლარი ევროსთან 0.0081-ით გამყარდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.