18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
"ჩვენ კომპანიას აქვს დაზღვეული და ზუსტად არ ვიცი თვითონ თუ აქვთ დაზღვეული" - "თერგის" ბაზრობის დირექტორი

"თერგის" ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მათ ბაზრობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების მოთხოვნები დაცული ჰქონდათ. ამასთან ის აცხადებს, რომ კომპანიას სავაჭრო ცენტრი დაზღვეული ჰქონდა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია თავად მოვაჭრეებს დაზღვეული ქონდათ თუ არა პროდუქცია:

"ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წაგვიყენა სამაშველო-სახანძრო სამსახურმა ჩვენ დაცული გვქონდა. ჩვენ კომპანიას აქვს დაზღვეული და ზუსტად არ ვიცი თვითონ თუ აქვთ დაზღვეული,"- განაცხადა "თერგის 1"-ის დირექტორმა ალექსანდრე იაშვილმა

ხანძარი დიდუბეში თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე 11 საათისათვის გაჩნდა. სრულად დაიწვა სათამაშოების საწყობი. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. მოვაჭრეების ნაწილს პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა და დახმარებას ითხოვს.

 

დღის ამბები