თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, "თერგის" ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია:
"მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ცეცხლის ღია კერა არ შეინიშნება არსად, არის ცალკეული მცირედი დაკვამლიანებები, სადაც ტარდება შესაბამისი სამუშაოები. ცეცხლის გაჩენის მიზეზს ადგენს შესაბამისი სამსახური, უახლოეს მომავალში იტყვიან რას გაუჩნდა ცეცხლი,"- განაცხადა კერესელიძემ, მისი თქმით, მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას ხანძრის სრულად ლიკვიდირების შემდეგ შეძლებენ.
ხანძარი დიდუბეში "თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე დრეს 11 საათისათვის გაჩნდა. სრულად დაიწვა სათამაშოების საწყობი. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. მოვაჭრეების ნაწილს პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა და დახმარებას ითხოვს.