"თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებში მომუშავე პირების განცხადებით, მათი პროდუქცია ხანძრის ქრობის შედეგად განადგურდა. როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე იძახის 3 წლის წინ მომხდარი ხანძრის შემდეგ, მან კუთვნილისა სავაჭრო პროდუქცია დააზღვია:
"იძახიან, რომ განადგურებულია მთელი წამლები, დასველებული, დამტვრეული... გინდა დამწვარიყო, გინდა არა, რა აზრი აქვს, ვეღარ გამოვიყენებთ ჩვენ იმ საქონელს. ერთხელ დაგვწვეს 3 წლის წინ, გაგვანადგურეს, 25 წლის ნაგროვები ქონება დამიწვეს, ახლა დავაზღვიეთ ჭკუა ვისწავლეთ,"- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ხანძარი დიდუბეში თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე 11 საათისათვის გაჩნდა. სრულად დაიწვა სათამაშოების საწყობი. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. მოვაჭრეების ნაწილს პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა და დახმარებას ითხოვს.