დიმიტრი პესკოვის მიერ "კურიერთან" გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანება საფრთხეს წარმოადგენს და მიუღებელია, თბილისში შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, რუსეთი დიდი ხანია ე.წ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებით მანიპულირებს:
"რუსეთი დიდი ხანია ე.წ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებით მანიპულირებს და მისთვის, მისი სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, ნატოს გაფართოება წარმოადგენს საფრთხეს, რაც რეალობას აცდენილია. ჩვენ ძალიან მარტივი ახსნა და მიდგომა გვაქვს, ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს ცივილიზებული, მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენი ხალხის არჩევანია ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები,"- განაცხადა ირაკლის სესიაშვილმა.