18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასაგანგაშო, მაგრამ არც სახარბიელოა"- თეა წულუკიანი

20 ივნისის აქციაზე დაკავებული პირის, ლევან ჯიქურის  ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.  წულუკიანი ადასტურებს, რომ ლევან ჯიქურის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა,  მისივე განცხადებით, ვითარება საგანგაშო არ არის.

"ის პატიმრები, რომლებიც ჩვენს სისტემაში არიან, მათი უფლებები არის ზედმიწევნით დაცული. ერთ-ერთ მათგანს აქვს ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული, ცუდი მდგომარეობა. მე ვერ დავარქმევდი ამას საგანგაშოს, მაგრამ მდგომარეობა არ არის სახარბიელო. მას უკეთდება შესაძლებლობების მაქსიმუმი საპატიმროში, იმ საშუალებების ფარგლებში, რაც ჩვენს ხელთ არის. გამოხატვის თავისუფლება კი, მათ შორის, გლდანის საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, არის კანონით დაცული და, ასევე, ის დაცულია პრაქტიკაში,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები