18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"ევროპული საქართველო"- თბილისში ტაქსების რეფორმა ჩავარდა

"ევროპული საქართველო" ტაქსების რეგულაციების გაუქმებას მოითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ რეფორმა ვერ შედგა.

საკითხზე თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი გაბაშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

"ამ რეფორმით მთავრობა მოსახლეობას ურთულებს ცხოვრებას და უძვრება ჯიბეში," - ამბობს დეპუტატი გიორგი კანდელაკი.

მისი თქმით, მომსახურებით, რომელიც მერიამ ტაქსისტებს შესთავაზა ისარგებლა ორიათასზე ცოტა მეტმა მძღოლმა, - "რას ეუბნება მერია 30 ათასზე მეტ ტაქსისტს, რომელიც თვითონვე აღრიცხა?"-სვამს კითხვას გოკა გაბაშვილი.

 

დღის ამბები