ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი დაკითხვაზე მივიდა. გამოძიებას ზუკა გუმბარიძესთან "ინტერმედიას" საქმესთან დაკავშირებით აქვს.
ზურაბ გუმბარიძე მის მიმართ ბრალის წარდგენას გამორიცხავს. მისი თქმით, გამოძიებას მის წინააღმდეგ შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია.
"ფორმულას" დირექტორი, მის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ახალი ტელევიის მაუწყებლობის დაწყებას უკავშირებს.
"ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ დაიწყო მაუწყებლობა კომპანია ფორმულამ და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ ფორმულა დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვების წარმოებას, ფორმულა იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო არხი, გვექნება ძალიან კარგი ნიუსის გადაცემები, ამას გარდა, ბუნებრივია, გვექნება პოლიტიკური თოქ-შოუები, გასართობი კონტენტი... ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ" - ამბობს ზურაბ გუმბარიძე.
ადვოკატის ბექა ბასილაია ზუკა გუმბარიძის პროკურატურაში დაბარებას, "ფორმულას" ეთერში გასვლას უკავშირებს და მედიის შევიწროებაზე საუბრობს.
"გაუგებარია ამ საქმეზე, ამ ინტენსივობით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები და მთელი ის ბრალდებები, რაც ჩვენ ამ დრომდე ვიხილეთ ამ საქმეზე, არის სრულიად დაუსაბუთებელი და საეჭვოდ ემთხვევა ზურაბ გუმბარიძის დაბარება დაკითხვაზე გენერალურ პროკურატურაში მისი გენერალური დირექტორობის ქვეშ შექმნილი კომპანიის ფორმულას გასვლა. სხვა ეს რა უნდა იყოს, თუ არა მორიგი ტალღა მედიაზე შეტევის" - აცხადებს ბექა ბასილაია.