18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მედიაზე ზეწოლის მცდელობა - ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლები ზუკა გუმბარიძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან მივიდნენ 

ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც ხელისუფლების მცდელობას, რომ ზეგავლენა მოახდინოს მედიაზე - ეს განცხადება ტელეკომპანია ”ფორმულას” დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ გააკეთა. მშვილდაძე, "ფორმულას" გენერალური დირექტორი დაკითხვაზე დაბარებას მედიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ტოტალიტარულ და გაკოტრებულ ხელისუფლებას ახასიათებს. 

„ძალიან კარგად ვიცით, რა სამართლებრივი სისტემა გვაქვს, რა პროკურატურა გვაქვს და რა სასამართლო. შესაბამისად, რამე ამათ ქმედებებზე დაყრდნობით, საკუთარი ლოგიკის აგება სისულელეა, იმიტომ რომ ამათ ქმედებებში არავითარი ლოგიკა არ არის და მერე შენ თვითონ გამოდიხარ რაღაც სისულელეში ჩათრეული. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც ხელისუფლების მცდელობას, რომ ზეგავლენა მოახდინოს მედიაზე და მაქსიმალურად კონტროლქვეშ ჰყავდეს სრულად მთელი მედია მთელ ქვეყანაში. ყველა ტოტალიტარულ, გაკოტრებულ ხელისუფლებას ახასიათებს ეს, რომ ბოლომდე, სრულად ჩაიგდოს ხელში მედია და სასამართლო," - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურ დირექტორი პროკურატურაში მივიდა. ზურაბ გუმბარიძესთან გამოძიებას კითხვები "ინტერმედიას" საქმესთან დაკავშირებით აქვს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები