ბექა ნაცვლიშვილი ტაქსებისთვის გუშინ დაწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გუშინ ტაქსისტების მძღოლები უსამართლოდ დაჯარიმდნენ. დეპუტატი აპირებს საკანონმდებლო ორგანოში ხელმოწერები შეაგროვოს რათა გამოწერილი ჯარიმები გაუქმდეს. ნაცვლიშვილი პრემიერს და თბილისის მერსაც მიმართავს და საკითხით დაინტერესებას მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო, მძღოლები რომლებიც კანონდარღვევით იტაქსავებენ საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს.