18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ცაბაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი, დამწვარია საწყობები

ცაბაძის ქუჩაზე მდებარე საწყობებსა და მაღაზიებში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაშავებულია 2 ადამიანი და დამწვარია, რამდენიმე საწყობი.

ხანძრის დროს დაზარალებულები ზარალს ითვლიან. ე.წ. "თერგის" ბაზრობაზე 200 კვადრატის ფართობის საწყობი დაიწვა.  მომხდარის არაოფიციალურ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული.

"თერგი 1"-ის   დირექტორი ალექსანდრე იაშვილი “კურიერთან “ საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.

“სადაზღვეო კომპანიებთან ერთად ვიყავი ჩასული და ვნახე მდგომარეობა. არსებობს სპეციალურიო კომპანია, რომელიც ითვლის ზარალს, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ხვალ მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, რომ ბაზარმა ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონიროს,“ - აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები