18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
"თერგის ბაზრობის" ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შს სამინისრტორს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

უწყების ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილზე დარჩება ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით, ტარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

დღის ამბები