18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება გერმანული სტანდარტებით მოხდება - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება გერმანული სტანდარტებით მოხდება. უწყებამ თანამშრომლობა გერმანულ კომპანიასთან დაიწყო, რომელიც კლინიკებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ,  სიახლე პაციენტის უსაფრთხოებასა და საავადმყოფოების მიმართ ნდობას გაზრდის.

"ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს გერმანელ პარტნიორებთან, ვინც დაგვეხმარება ქვეყანაში დაინერგოს KTQ სტანდარტები, რაც ნიშნავს თანამშრომლობას გამჭვირვალობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის სისტემაში. ეს თითოეულ ჰოსპიტალს მისცემს საშუალებას, რომ უკეთ გააცნობიეროს რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მისი მომსახურება ჩაითვალოს და იყოს მაღალი ხარისხის“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები