18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
"თერგის" ბაზრობის 200 კვადრატული მეტრი დამწვარია

თბილისში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე საწყობი დაიწვა.

"თერგის" ბაზრობაზე 200 კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი. მოვაჭრეები ზარალს ითვლიან.

მეხანძრე-მაშველები ბაზრობაზე ცეცხლის ჩაქრობას დილიდანვე ცდილობდნენ. ხანძარი სათამაშოების საწყობში გაჩნდა, საიდანაც დასაწყობებული ფოიერვერკების აფეთქების ხმებიც ისმოდა.

ძლიერი დაკვამლიანების გამო სუნთქვის პრობლემები შეექმნათ თანამშრომლებს, რის შედეგადაც ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის არაოფიციალურ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ბაზრობის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ხანძრის მიზეზი ელექტოსადენები გამხდარიყო. მისი მტკიცებით, ობიექტი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით მუშაობდა. 

ხანძარის სრული ლიკვიდაცია დღის ბოლოს მოხერხდა. გამოძიება უკვე დაწყებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები