თბილისში ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის კონფერენცია გაიხსნა. ახალი მედიის ეპოქა, ციფრული პლატფორმები, ინტელექტით მართული ჟურნალისტიკა - ამ და სხვა გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს შერატონში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია კავკასიაში და თბილისში წელს პირველად ტარდება. შეხვედრა "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით იმართება.