18 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
"ვერ გაძღნენ მერიის არქიტექტურის სამსახურში მავნებლურ ნებართვებში ფულის კეთებით" - ალეკო ელისაშვილი

ვარკეთილში მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები სკვერის გადარჩენას ითხოვენ.

მათი თქმით, კორპუსის აშენების შემთხვევაში მეზობელ კორპუსთან მისასვლელი გზაც ჩაიკეტება, რაც საგანგებო სიტუაციის დროს მსხვერპლს გამოიწვევს. მებრძოლთა ქუჩის მაცხოვრებლების ინფორმაციით, მერიამ წელიწადნახევრის წინ მშენებლობა შეაჩერა, თუმცა მშენებლობა ცოტა ხნის წინ ისევ განახლდა.

‘’ისევე სკვერში აშენებენ კორპუსს, რასაც რა თქმა უნდა ადგილობრივები ისევე აპროტესტებენ, როგორც 2017 წელს. ახლა დედაქალაქის მერს მოვუწოდებ, შეწყვიტოს თბილისელების მოტყუება და აი აქ, სადაც მშენებლობა ნამდვილად არ შეიძლება, რაშიც თავადაც დაგვეთანხმა წელიწადნახევრის წინ, ნუ ცვლის ჩვენებას,’’- განაცხადა მოსახლეობის აქციაზე მისულმა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა  


‘’ვერ გაძღნენ ერთის მხრივ დეველოპერები ამ კორპუსების შენებით და სადღა ჩაატენონ ეს კორპუსები არ იციან, ვერ გაძღნენ მერიის არქიტექტურის სამსახურში ამ მავნებლურ ნებართვებში ფულის კეთებით, და ნუ კალაძეს არ ვიცი მარტო პრანჭვა-გრეხვა აინტერესებს ფეისბუკ ლაივში. მოვიდეს და ნახოს ერთი. მით უფრო დაპირებია აქ ხალხს, რომ კორპუსი არ აშენდებაო,’’- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ასევე მებრძოლთა ქუჩის მაცხოვრებლების აქციას შეუერთდა.  

დღის ამბები