"ლიცენზიით, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწესებული, უკეთესი ტაქსი არ მიიღება, მიიღება უფრო ძვირი ტაქსი თეთრი ფერით," - ამის შესახებ "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მესხიშვილის თქმით, ტაქსების ბიზნესი გამსხვილდება და ჩავარდება რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში, ხოლო თვითდასაქმებულები ან ამ ქოლგის ქვეშ მოექცევიან, ან საერთოდ გავლენ ბაზრიდან, რადგან გაუჭირდებათ რეგულაციების დაძლევა. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ტაქსების რეგულაციის გადახედვა, რადგან ტაქსით მომსახურება გაძვირებულია, რის გამოც დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მესხიშვილის განმარტებითვე, ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები მორგებულია გარკვეულ მსხვილ ბიზნესზე. "ვიცით, რომ რამდენიმე კომპანია ფიქრობს თეთრი ავტომობილების შემოყვანას და ა.შ. ოღონდ ეს არ არის ფაქტებით დადასტურებული, თუმცა უკვე გაჩნდა მოთხოვნა," - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.