თბილისის მერის განცხადებით, რეგულაციების ამოქმედების პირველ დღეს ტაქსებზე მგზავრობის ფასები გაიზარდა, თუმცა კახი კალაძე განმარტავს, რომ ვითარება დარეგულირდება.
"მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ვიღაცებს აეკრძალათ მუშაობა და ტაქსაობა, ეს არის ტყუილი, ჩვენ ტაქსები ორ კატეგორიად დავყავით და არავის არავისთვის არ აუკრძალავს მუშაობა,"- განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს თბილისის მერმა.