18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
"თბილისობასთან" დაკავშირებით ავტობუსების მარშრუტები იცვლება

5-6 ოქტომბერს, "თბილისობა 2019"-თან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით ვრცელდება, რომ ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები - N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.

ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილების გამო, მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, უწყება მოსახლეობას დისკომფორტის შექმნისთვის ბოდიშს უხდის.

დღის ამბები