18 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო საწარმოებში არსებულ ცუდ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო საწარმოებში არსებულ ცუდ მდგომარეობაზე საუბრობს. პარტიის ინფორმაციით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საწარმოო კომპანიების ზარალმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. მათგან საქართველოს რგინიგზის ზარალიც დიდია. ოპოზიცია პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, 2018 წლის სახელმწიფო კომპანიების ზარალმა 805 მილიონი ლარი, ხოლო ბოლო 6 წელიწადში 2 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა.

"ანტი ლიდერი ამ სახელმწიფო საწარმოებში არის საქართველოს რკინიგზა, რომლის ზარალმა გასულ წელს შეადგინა 716 მილიონი ლარი, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარი. ჩვენი მოქალაქეებისათვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის უფრო ცხადი რომ გავხადოთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში, ამ საწარმოებს, რომ ეფექტიანად ემუშავათ, მათი პენსია და ასევე სოციალური დახმარებები იქნებოდა მინიმუმ 2-ჯერ უფრო მეტი ვიდრე იგი არის დღეს. ამ ყველაფერზე კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა
ოთარ სირაძემ.

დღის ამბები