კახა კუკავამ თბილისის პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. კახა კუკავა პროკურატურაში კორუფციის არსებობაზე საუბრობს და უწყებას "ქართული ოცნების" მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
კახა კუკავამ დღევანდელ ბრიგფინგზე კონკრეტული ქეისი გაახმოვანა, მედიასთან ისაუბრა თავად დაზარალებულმაც ისაუბრა.
ელენე ჩიტუაშვილის თქმით 2008 წლიდან 2012 წლამდე მას ფულს ძალავდნენ. დაზარალებულის განცხადებით, პროკურატურა დაპირდა, რომ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ შემდეგ გაურკვეველი მიზეზის გამო გამოძიება შეჩერდა.
"მქონდა 180 კვადრატი სუპერმარკეტი, დავკარგე მაღაზიაც და 82000- ლარის ქონებაც. საერთოდ აღარაფერი დამრჩა, მარტო ერთ წაღებაზე კახაბერ ძებისაშვილმა, რომელიც სააკაშვილი დაცვის წევრი იყო 43000 დოლარი წაიღო. ასე უბრალოდ მაწერდნენ ფულს, თავიდან პროკურატურა შემპირდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, თუმცა რატომღაც გააჩერეს," - განაცხადა ელენე ჩიტუაშვილმა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა შერჩევით სამართალზე საუბრობს.
"კორუფციულ და შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს. საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე არის სრული ფიქცია, იმიტომ რომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე 7000 საქმიდან, რომელიც პროკურატურაში შევიდა, კერძო საკუთრების დაბრუნებაც და ძველი განაჩენების აღდგენაც, მხოლოდ "ქართული ოცნების" ახლობლებისთვის განხორციელდა," - განაცხადა დღეს კუკავამ.