18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
"ინაშვილის ყოფნა სასარგებლო იყო ჩვენს პარტნიორებს "ლაივში" რომ ენახათ რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს" - ბოკერია

ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ, დეპუტატებმა იმ საკითხებზე გააკეთეს კომენტარი, რომელზეც მათ ალიანსის დელეგაციის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ყურადღება გამახვილდა გარე საფრთხეზე, რომელსაც პუტინი წარმოადგენს და შიდა საფრთხეზე, რასაც ივანიშვილი და მისი გუნდი ქმნის:

"პუტინის საფრთხე გარედან, როგორც მთავარი საფრთხე და მეორე ის რისკები, რომელიც მოაქვს ივანიშვილის და მისი გუნდის ნაბიჯებს არჩევნებამდე. ირმა ინაშვილის ყოფნა იყო ძალიან სასარგებლო, რომ ჩვენს პარტნიორებს „ლაივში“ ენახათ რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ ეს უბრალოდ ერთი მარგინალური პარტია კი არ არის, ივანიშვილის პარტნიორი პარტიაა, ანუ ქართული ოცნების ერთ-ერთი დანაყოფია,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები