18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
"ვესაუბრე ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი, მათ შორის ეკონომიკური მხარდაჭერა ესაჭიროება" - არჩილ თალაკვაძე 

ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ იმ თემებზე ისუაბრა, რომელზეც ალიანსის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამახვილდა ყურადღება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ალიანსის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება, მათ შორის ეკონომიკურიც. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ოკუპაციაზე, როგორც პროცესზე, რომელიც დღესაც გრძელდება - აღნიშნა თალაკვაძემ.

"მე სწორედ ამაზე ვესაუბრე ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი, მათ შორის ეკონომიკური მხარდაჭერა ესაჭიროება დღეს და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება აქტიური კომუნიკაცია. იყო საუბარი ოკუპაციაზე და ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაცია, ეს არ არის ის რაც უკვე მოხდა, ეს არის ის რაც დღესაც გრძელდება,"- განაცხადა პარლამენტის თამვჯდომარემ.

დღის ამბები