18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
საპროტესტო აქცია ვარკეთილში

დღეს ვარკეთილში მოსახლეობამ აქცია გამართა. კალაუბნის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში უკანონო მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილიც.

"2017 წელს კახი კალაძემ ამ კონკრეტულ მისამართზე თქვა, რომ სკვერის ადგილზე მშენებლობა არ შეიძლებაო და ნარმანიას გამოცემული ნებართვა, ფაქტობრივად გააუქმა, რადგან ორი წლის  მანძილზე აქ კორპუსის მშენებლობა იყო შეჩერებული, თუმცა 2018 წლის ნოემბერში თავადვე გამოსცა ნებართვა, რომ სკვერში კორპუსი აშენდეს და მშენებლობაც დაიწყო ამას. რა თქმა უნდა, ადგილობრივები აპროტესტებენ," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი გიორგი დოხტურიშვილი. მისი განმარტებით, სამართლებლივ ნაწილში, კომპანიას დღეის მდგომარეობით, ყველაფერი წესრიგში აქვს, თუმცა გასაჩივრების შემდეგ, მერიას ჰქონდა საფუძველი მომხდარიყო ხელახალი გადახედვა. "თუ დადგინდება ხარვეზი, იქნება მყისიერი რეაგირება და მშენებლობა შეჩერდება,"  განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა. 

დღის ამბები