სამინისტროებში ანაზღაურების უთანასწორობის ანალიზზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" საკუთარი ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციამ ახალი კანონის მიღების შემდეგ უწყებებში არსებული ტენდენციები აღწერა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ანაზღაურების წესის ცვლილებას სახელფასო უთანასწორობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს გაეზარდათ ხელფასი, ხოლო დაბალი რანგის მოხელეებს შეუმცირდათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი ამ ჰიპოთეზის გადამოწმება იყო.
„კანონმა განაპირობა გარკვეული უთანასწორობა, კერძოდ საუბარი იყო იმაზე, რომ მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს გაეზარდათ ხელფასი ხოლო დაბალი რანგის მოხელეებს იგივე დარჩათ ან შეუმცირდათ კიდეც. ჩვენი მიზანი იყო, გადაგვემოწმებინა ეს ჰიპოთეზა. „ აღნიშნა გიგი ჩიხლაძემ.