18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი ჩამოვარდა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა  საყურადღებო.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვს სხეულის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მცირეწლოვანი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავიდან თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანა.

"კურიერს" შს სამინისტროში მომხდარი ფაქტის შესახებ დაუდასტურეს. 

დღის ამბები